21, თებერვალი 2020 17:26:00
მოძრაობა ''გაბედეს'' წევრებმა აჭარის ტელევიზიასთან აქცია გამართეს. მათ ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომელიც მრჩეველთა საბჭომ 3 დღის წინ მიიღო. შეკრებილებმა მედიასაშუალებასთან გაზეთი კომუნისტი და მედლები მიიტანეს. მათი თქმით, მაუწყებლის დირექტორი და მრჩეველთა საბჭო მაუწყებელში საბჭოთა კავშირს აბრუნებს. ახალგაზრდები შენობაში შესვლასაც შეეცადნენ, თუმცა ამის საშუალება დაცვის პოლიციამ არ მისცა.