21, თებერვალი 2020 17:34:00
ნარკოტიკული დანაშაულისთვის ბრალდებულის საქმის განხილვა მიმდინარეობდა საკონსტიტუციო სასამართლოში. დამნაშავეს ბრალად პირადი მოხმარებისთვის მინიმალური ოდენობის ნივთიერების შეძენა ედება. მოსარჩელე მხარე იმ ნორმას ასაჩივრებს, რომელიც სისხლის სამართლებრივ სანქციას ითვალისწინებს. მათი მოთხოვნაა, რომ პირადი მოხმარების მიზნით გამოყენებული ნივთიერება, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ მიეცეს და ადმინისტრაციული ჯარიმით შეიცვალოს. დანაშაული თავისუფლების აღკვეთის 5-დან 8 წლამდე პერიოდს ითვალისწინებს.