21, თებერვალი 2020 17:54:00
არდაგანის ტბის მიმდებარედ სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა გრძელდება. ამ ეტაპზე, კედლებზე, სვეტებსა და გადახურვის კონსტრუქციებზე ბეტონის დასხმის სამუშაოები ხორციელდება. კონსტრუქციის საშუალებით მოხდება სანიაღვრე წყლების ზღვაში გადატუმბვა. მერიაში ამტკიცებენ, რომ უხვი ნალექის დროს ქალაქის დატბორვის პრობლემა მნიშვნელოვნად შემცირდება. პროექტის ღირებულება 13 მილიონამდე ევროა.