24, თებერვალი 2020 16:58:00
დასაქმებულები დამსაქმებლის წინააღმდეგ. მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ ევგენი კოვალენკომ ისინი მოატყუა და ანაზღაურების გარეშე ამუშავა. ჯაბა ცინარიძე ყვება, რომ ხელშეკრულების მიხედვით, მათ 5 ოთახის გარემონტება ევალებოდათ, თუმცა შესრულებული სამუშაო უსაფუძვლოდ დაუწუნეს. შესაბამისად, ხელფასებიც არ გადაუხადეს. ობიექტი ახალ ბულვარში მდებარეობს. თემაზე ჩემი კოლეგა მუშაობს და რეპორტაჟს მთავარ გამოშვებაში ნახავთ