18, მარტი 2020 12:01:00
თვითიზოლაციის წესების დარღვევის 28 ახალი ფაქტი. დამრღვევები საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი. ასეთი სულ 99 ადამიანია. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ რეგულაციებს. საკარანტინო წესის დარღვევა ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდება. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. კანონპროექტის თანახმად, ფიზიკური პირი 3 ათასი, იურიდიული პირი კი 15 ათასი ლარით დაჯარიმდება.