31, მარტი 2020 17:26:00
საქართველოში კორონავირუსი 21-მა მოქალაქემ დაამარცხა. მონაცემი მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - s to pcov .ge-ზე ვრცელდება. პორტალის მიხედვით, ჯამში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 110-ს მიაღწია. ამ დროისთვის ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმში 4 ათას 995 პირი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 278 პირია.