02, აპრილი 2020 17:02:00
ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მოქალაქეები სტაციონარში გადაიყვანეს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ცნობით, იმ გარემოს, სადაც შვიდი თანამშრომელი საქმიანობდა,დეზინფექცია ჩაუტარდა. ამჯერად, ბანკის თანამშრომელთა 90% დისტანციურად ასრულებს მოვალეობებს.