03, აპრილი 2020 17:24:00
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრება. ამის შესახებ რეგიონის პირველმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ხალხმრავლობას მოერიდება და ტაძარში ღამისთევაზე არ წავა. ჟურნალისტებთან საუბრისას რიჟვაძემ ისიც განაცხადა, რომ ქართული ოცნების გუნდის წევრები მომდევნო სამი თვის განმავლობაში საკუთარი ხელფასებიდან ერთ მესამედს ეპიდემიასთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.