03, აპრილი 2020 17:41:00
აჭარაზე ამ დროისთვის კორონავირუსით დადასტურების 11 შემთხვევა მოდის. აქედან ორი უცხოეთის მოქალაქე იყო, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ. ერთი ინფიცირებული გადაყვანილი იქნა თბილსში. კოვიდ 19-ით ინფიცირებული ერთი მოქალაქე კი გუშინ გაეწერა კლინიკა „მედალფა“-დან. იგი ორი დღის წინ გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის ბათუმში კორონავირუსს შვიდი პაციენტი ებრძვის. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, აჭარაში კარანტინს დღეს 15-მდე მოქალაქე დატოვებს. რაც შეეხება თვითიზოლაციას, ამ რეჟიმში აჭარაში 70-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება.