03, აპრილი 2020 17:56:00
,,დახატე ისტორია“ - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სკოლის მოსწავლეებისათვის კონკურსს აცხადებს. ნამუშევრების თემატიკა უნდა შეეხებოდეს აჭარაში არსებულ ისტორიულ ძეგლებს, ან მუზეუმში დაცულ ექსპონატს. ნახატისთვის, გამოიყენებთ ფანქარს, საღებავს თუ სხვა საშუალებას, არჩევანი თვენზეა. ნამუშევარი უნდა შესრულდეს A4 ზომის თაბახის ფურცელზე, მოგეთხოვებათ, ნახატს გადაუღოთ ფოტო, მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი, ასაკი, საკონტაქტო ნომერი და გაგზავნოთ მისამართზე: სააგენტოს Facebook გვერდზე. ერთ კონკურსანტს უფლება აქვს რამდენიმე ნამუშევარი გააგზავნოს. ნახატების მიღება დღეიდან დაიწყება და 15 მაისს დასრულდება. გამარჯვებულებს სიგელები და სამახსოვო საჩუქრები გადაეცემა.