05, აპრილი 2020 23:01:00
„ჩვენ ამ ეტაპზე სწორედაც რომ ვიწყებთ პიკთან მიახლოებას“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აპრილის თვე განსაკუთრებულად რთულად გადასატანი იქნება, რადგან სახელმწიფო ვირუსის გავრცელების პიკს 5 აპრილიდან ელოდებოდა.
„ეს იყო ზუსტად ის მოლოდინები და იმ შემთხვევაში იყო ეს მოლოდინები, თუ ჩვენ ვერ შევძლებდით სოციალური დისტანცირების ეფექტურ მართვას. მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ, მთავრობის გუნდის ერთიანმა სტრატეგიამ გაამართლა და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის დადებითმა ჩართულობამ თავის შედეგი გამოიღო და ის მოლოდინები, რომლებიც ამ რიცხვისთვისიყო ნავარაუდები ჩვენი მეცნიერების მხრიდან, ისე მწვავად არ გამართლდა. თუმცა, რა თქმა უნდა, მონაცემები მატულობს, რაც მოსალოდნელი იყო“, – განაცხადა ტიკარაძემ.