22, აპრილი 2020 17:38:00
განსხვავებული სურათი გვაქვს აჭარაში, სადაც კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ას პირზე ჩატარებულმა ტესტებმა, რომლებიც გუშინ გამოიკვლიეს, უარყოფითი პასუხები აჩვენა. დღის ბოლოს გახდება ცნობილი კიდევ 38 ადამიანის კვლევის შედეგი. ამ დროისთვის, რეგიონში კოვიდ19-ზე მკურნალობას 35 პირი აგრძელებს, მათგან 34 ქობულეთის კლასტერიდანაა. რაც შეეხება აჭარაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობას ასეთი ჯამში 5 პაციენტია, რომელთაგან სამმა ცხელების ცენტრი უკვე დატოვა, 2 კი სხვა თანმდევი დაავადებით კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.