23, აპრილი 2020 10:46:00
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, რეგიონში კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობა ორით გაიზარდა. ნინო ნიჟარაძის თქმით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი კიდევ ორ ადამიანს დაუდასტურდა, რომლებსაც უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ.
ერთ-ერთი ინფიცირებული ცხელების ცენტრში იყო მოთავსებული, ხოლო მეორეს კორონავირუსი საკარანტინე ზონაში დაუფიქსირდა.
კლინიკა მედალფაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 37 პაციენტი მკურნალობს.