27, აპრილი 2020 17:01:00
აჭარის მთავრობამ საგანგებო ბიუჯეტზე მუშაობა დაასრულა. პროექტი უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად გადაეგზავნება. თორნიკე რიჟვაძის თქმით, 20 მილიონი კორონავირუსის მართვისთვის გამოიყო. ორ მილიონ-ნახევარი ლარით შემცირდა ადმინისტრაციული და წარმომადგენლობითი ხარჯები. რეგიონის პირველი პირის თქმით, ჯანდაცვასთან ერთად, პრიორიტეტი სოფლის მეურნეობა და განათლებაა, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება.უახლოებს მომავალში იგეგმება ტურიზმის მიმართულებით სამოქმედო გეგმის წარდგენაც.