02, მაისი 2020 23:11:00
ახალი ბულვარის მიმდებარედ, მდინარე ჭოროხთან ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი წინ მიმავალ ტრანსპორტს შეეჯახა. ფაქტის შესახებ ინფორმაცია TV25.GE თვითმხილველმა აცნობა. მისივე თქმით, უბედური შემთხვევა დღეს, დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ერთმანეთს სიჩქარის გადაჭარბებაში ეჯიბრებოდნენ.