11, მაისი 2020 18:11:00
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 3.21 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 11 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.2106 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2100 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.06 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4742 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4800 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.58 თეთრი შეადგინა. ერთი ევროს ღირებულება 3.47 ლარია.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.