28, მაისი 2020 16:56:00
რუსეთი ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტის ჩატარებას ორმხრივ ფორმატში და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე ითხოვს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ოფიციალური მოსკოვი პროვოკაციულს უწოდებს საქართველოს მიერ გაჟღერებულ ბრალდებას, რუსეთიდან წამოსული აგრესიული დეზინფორმაციის შესახებ. განცხადებაში ასევე წერია, რომ ეს ნაბიჯი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გადატანას ემსახურება იმ სამხედრო-ბიოლოგიურ საქმიანობიდან, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარეობს.