29, მაისი 2020 17:39:00
დღეიდან ქორწინების სახლები მომსახურებას ეტაპობრივად განაახლებენ. მუშაობის ახალ პრინციპზე სივრცეები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 15 ივლისამდე გადავიდა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების თანახმად, დასაქორწინებელ პირებთან ერთად დაიშვებიან მხოლოდ მათი მშობლები, მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი. სავალდებულოა სოციალური დისტანციის დაცვა. სერვისის მისაღებად წყვილმა ვიზიტი წინასწარ my. gov. ge – ზე უნდა დაჯავშნოს. მხოლოდ ამის შემდეგ ეცნობებათ საზეიმო რიტუალის ჩატარების თარიღი და დრო.