05, ივნისი 2020 16:02:00
"ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ამიტომ პირველ რიგში მათ საქართველოში დასვენება და აქ ფულის დახარჯვა უნდა ვასწავლოთ",- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო უცხოელი ტურისტების მასპინძლობისთვის უნდა მოემზადოს.
"რთული იქნება, მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენ შეიძლება ვიყოთ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს გახსნის და ვინც ამ პროგრესს შეინარჩუნებს",- აღნიშნა გიორგი გახარიამ.