05, ივნისი 2020 17:18:00
დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 306 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 22 პირი, მათი კვლევის პასუხები კი დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი 13 ათას 999 პირს ჩაუტარდა. დღეს არსებული მონაცემებით, კარანტინში 781 პირი იმყოფება.