09, ივნისი 2020 17:01:00
აჭარის უმაღლესი საბჭო 2019 წელს და პანდემიის პირობებში გატარებულ პოლიტიკას აჯამებს. დეპუტატებმა მთავრობის თავმმჯდომარეს უკვე მოუსმინეს. ამ წუთებში შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. სხდომა ხმაურით დაიწყო, რის გამოც რამდენჯერმე გამოცხადდა შესვენება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ელგუჯა ბაგრატიონს სხდომის თავმჯდომარემ რამდენჯერმე მისცა სიტყვიერი გაფრთხილება, დეპუტატი დაჯარიმდა ხელფასის 5%-აც, საბოლოოდ კი სხდომატა დარბაზი დაატოვებინეს. ბაგრატიონი მოითხოვდა სხდომაზე დასწრების უფლება მისცემოდა გარე მოვაჭრეებს, რომლებსაც თორნიკე რიჟვაძესთან ჰქონდათ შეხვედრის სურვილი. დავით გაბაიძე კი განმარტავდა, რომ მოვაჭრეებს სხდომის დასრულების შემდეგ მიირებდა კაბინეტში.