25, ივნისი 2020 17:08:00
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები პროპორციულ სისტემასთან მაქსიმალურად მიახლოებული წესით ჩატარდება. რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ მაჟორიტარული წესით3, ხოლო პროპორციული წესით 18 დეპუტატს აირჩევენ. დავით გაბაიძის განცხადებით, ახლა საქართველოს პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან, მომავლ კვირაში კი რიგგარეშე პლენარულ სხდომას ჩანიშნავენ.მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ოპოზიციასთან კონსულტაციებისთის მზად არიან. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ უმაღლეს საბჭოს საკუთარი პოზიცია არ გააჩნია და ცენტრალური ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს.