25, ივნისი 2020 20:30:00
შპს „ამბასადორი“ პროექტის შეუსაბამობის გამო 10 ათასი ლარით დაჯარიმდა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საააგენტომ 24 ივნისს ჩატარებული მონიტორინგის დროს, აღმოაჩინა, რომ ნაცვლად 4 სართულისა, მშენებლობას მე-5-ე სართული ემატებოდა. მიუხედავად იმისა, შენობის სიმაღლის საერთო მოცულობა არ იზრდებოდა, მშენებლობა შეთანხმებულ პროექტთან შეუსაბამოდ სცნო. სააგენტოს მიერ შედგენილ სამართალდარღვევათა ოქმის საფუძველზე, შპს „ამბასადორს“ ფულადი სანქცია დაეკისრა. გადაწყვეტილება, შემდგომი რეაგირების მიზნით, სასამართლოშია გადაგზავნილი. ეს ის პროექტია, რომლის წინააღმდეგაც საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და სამოქალაქო სექტორმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართა, თუმცა მისი მშენელობა საკრებულოზე მაინც იქნა მხარდაჭერილი.