01, ივლისი 2020 16:30:00
აჭარის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მინისტრი, ბათუმის საბითუმო ხილ-ბოსტნეულის ბაზრის ხელმძღვანელობას და მოვაჭრეებს შეხვდნენ. განიხილეს, ბაზრის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ყოველდღიული საიჯარო გადასახადის შემცირების საკითხი. მინისტრებმა, ასევე მოინახულეს პუშკინის ქუჩაზე არსებული სავაჭრო ცენტრიც. გადაწყდა, რომ მოვაჭრეები წლის ბოლომდე საიჯარო გადასახადის 50% -ით გათავისუფლდებიან.