03, ივლისი 2020 18:01:00
ბათუმის მერმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ახალი შენობა დაათვალიერეს. შეხვედრაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კონცელიძემ, პრეზენტაცია წარადგინა, სადაც ინსპექციის მიერ გაწეული საქმიანობისა და კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, მუნიციპალური ინსპექცია 2019 წლის დეკემბერში შეიქმნა და ბათუმის ტერიტორიაზე მშენებლობის, იერსახის, რეკლამის, გარევაჭრობის, დანაგვიანების, აკუსტიკური ხმაურისა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებაზე ინსპექტირებს. ამასთან, კომპეტენციის ფარგლებში, კონტროლს აწარმოებს სანიტარიული კანონმდებლობის შესრულებაზე.