07, ივლისი 2020 16:46:00
ბათუმის მერი მოსახლეობას ბოდიშს უხდის. ლაშა კომახიძემ ჯავახიშვილის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები მოინახულა და განმარტა, რომ რეაბილიტაციის გაჭიანურება პანდემიას უკავშირდება. მისივე განცხადებით, პროექტები დონორების ხარჯზე ხორციელდება და შესაბამისად, თანხის ათვისების შესაძლებლობა მერიას მხოლოდ წლის ბოლომდე ჰქონდა.