15, ივლისი 2020 17:11:00
11 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს მერაბ ხალვაში მეორედ უხელმძღვანელებს. იგი ამ პოსტს 2016 წლიდან იკავებდა. ხალვაში ფარული კენჭისყრით 11 წევრისგან შემდგარმა აკადემიურმა საბჭომ აირჩია. არჩევნებში მონაწილეობას მოქმედ რექტორთან ერთად, აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი და ბსუ-ს ასოცირებულიპროფესორი, ინგა შამილიშვილი იღებდა. არჩევნებამდე აკადემიურმა საბჭომ ორივე კანდიდატის სამოქმედო გეგმა მოისმინა.