06, აგვისტო 2020 17:39:00
17 წლამდე ასაკის პირები სახელმწიფოსგან ერთჯერადად 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ერთჯერად დახმარებას ბავშვები და მოზარდები სასწავლო წლის დაწყებამდე და სწავლის პროცესში მიიღებენ.
„ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება კრიზისში. საქართველოს ყველა მოქალაქე ბავშვი, 17 წლის ჩათვლით, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარიან დახმარებას ერთჯერადად“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.