07, აგვისტო 2020 21:20:00
21-23 აგვისტოს ბათუმი ტრადიციულად შავი ზღვის რიგით მე-14 ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. კულტურული ღონისძიება პანდემიის გამო, მხოლოდ ქართველი მუსიკოსებითაა დაკომპლექტებული.მსმენელის წინაშე პირველ დღეს წარსდგენა გიორგი მიქაძე და ნინო ქათამაძე, მეორე დღეს კი სცენას ახალგაზრდა მუსიკოსის, ლუკა თოფურიას ტრიო დაიკავებს. შემდეგ კი, სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი პროგრამით სტეფანე წარდგება.