11, აგვისტო 2020 21:35:00
ბათუმში დღეის მდგომარეობით 16 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთი საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი. 11 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 44 პაციენტი.სულ ჯამში დაავადებას 17 ადამიანი ემსხვერპლა.