17, აგვისტო 2020 18:52:00
იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ქობულეთის კორონავირუსის დადასტურებელ შემთხვევებთან, ან ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ კაფე „ჰავანაში“, შეუძლიათ უფასო PCR ტესტირება ჩაიტარონ. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოკვლევას ქობულეთის სამედიცინო დაწესებულებებიდან, „მედჰაუსსა“ და "საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში“ შეძლებთ. ტემპერატურის და სხვა სიმპტომების შემთხვევაში კი უნდა დაუკავშირდეთ 112-ს ან მიმართოთ ცხელების კლინიკებს.