20, აგვისტო 2020 14:57:00
პირი, რომელმაც ბათუმში სავალუტო ჯიხური დააყაჩაღა, ლანჩხუთის საკრებულოს თავჯდომარის შვილია. პოლიციამ მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი.
ბრალდებულის ოჯახის წევრები "TV 25"-ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ვ.ტ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.