08, სექტემბერი 2020 11:55:00
ბათუმის იუსტიციის სახლმა მუშაობა შეაჩერა, ამის მიზეზი კი თანამშრომლის დაინფიცირება გახდა.
„ვინაიდან შენობაში ბევრი ადამიანი გადაადგილდებოდა, გადაწყდა, რომ მთლიანად შენობას ჩაუტარდეს სრული დეზინფექცია. როგორც მოქალაქეთა მისაღები სივრცეების ასევე სამუშაო სართულებისაც. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, იუსტიციის სახლი განაახლებს მუშაობას. პარალელურად, შეჩერებულია დაჯავშნაც“ – განუცხადეს "ბათუმელებს" იუსტიციის სახლში.