11, სექტემბერი 2020 21:05:00
ბათუმში, საერთაშორისო კინოფესტივალი "ბიაფი" 13- 20 სექტემბერს აღარ გაიმარღება. ფესტივალის გამართვა, რეგიონში შექმნილი ეპიდსიტუაციის მიზეზით გადაიდო. "ბიაფი"-ს მენეჯერი, ზვიად ელიზიანი ვარაუდობს, რომ ფესტივალი ოქტომბრის შუა რიცხვებში ჩატარდება. პანდემიის გამო, ღონისძიებას განსხვავებული ფორმატი ექნება. კინოჩვენებები ღია ცისქვეშ მოეწყობა, ასევე ღია სივრცეში იგეგმება ვორ-ქშოპები. გასული სეზონებისგან განსხვავებით, წელს ფესტივალს საერთაშორისო მონაწილეები არ ეყოლება, რაც შეეხება ჟიურის, უცხოელი წარმომადგენლები ფილმებს ონლაინ შეაფასებენ. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 40 ქვეყნის 35 სრულმეტრაჟიანი, მხატვრული და დოკუმენტური ფილმი.