საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა. იგი ორგანიზმს ეხმარება აღიგდინოს ღამის განმავლობაში დაკარგული ენერგია, თუმცა არაჯანსაღი საუზმის მიღება შეიძლება ბევრად უარესი იყოს, ვიდრე მისი საერთოდ გამოტოვება. არსებობს პროდუქტთა ჩამონათვალი, რომელთა მიღებას დილით თავი უნდა აარიდოთ:
1. სმუზი - საუზმეზე მხოლოდ სმუზის მიღება შესაძლოა „შაქრის ბუკეტად“ ჩაითვალოს. თუ ბლენდერში მხოლოდ ხილს მოათავსებთ, ნაყოფის უჯრედის კედლებიდან ნატურალური შაქარი გამოიყოფა და გახდება „თავისუფალი შაქარი“, ამან კი შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თქვენს კბილებსა და წონას. თუკი ხილთან ერთად მოამზადებთ, მაგალითად, მცირე რაოდენობთ ისპანახს, ეს ვერ შეაჩერებს შაქრის გამოყოფას. ამიტომ ეცადეთ, თქვენს სმუზში შეამციროთ ხილის რაოდენობა და უფრო ხშირად გამოიყენოთ მწვანილი.
2. ტოსტი კარაქით - დილით ტოსტზე კარაქის გადასმა ბევრისთვის საყვარელი, მარტივი და სწრაფი პროცესია, თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ სინამდვილეში ეს ჯანსაღი საუზმე არ არის. პურის უმეტესობა დამზადებულია გადამუშავებული მარცვლეულისგან და დაცლილია სასარგებლო ნივთიერებებისგან. მას შეუძლია გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის ზრდა, ხოლო შაქრის დონის ზრდა მადის გამძაფრებას იწვევს. შესაბამისად, თქვენ მიიღებთ უფრო მეტს საკვებს დღის განმავლობაში, რამაც შესაძლოა წონის პრობლემები შეგიქმნათ.
3. ხილის წვენი - თუკი გსურთ თავიდან აიცილოთ შიმშილის შეგრძნება, წონის მატება და ქრონიკული დაავადებები, ხილის წვენი საუზმეზე ყველაზე ცუდი არჩევანია. 100%-ით ხილის წვენიც კი შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს. მათი რეგულარული გამოყენება იმავე რისკის მატარებელია, რისიც, მაგალითად, გამაგრილებელი გაზიანი სასმელები.
ხილის წვენის დილით მიღებისას ორგანიზმში შაქრის დონე საგრძნობლად იწევს, რადგან იგი არ შეიცავს ცხიმებს, რაც მის შეწოვას შეანელებდა.
4. ტკბილი, უცხიმო იოგურტი - ნატურალური იოგურტი, რომელსაც კენკრას ან ხილს მოაყრით, ჯანსაღი საუზმის საუკეთესო მაგალითია, თუმცა ტკბილ უცხიმო იუგურტზე იმავეს ვერ ვიტყვით. სინამდვილეში, ამგვარი პროდუქტი უფრო მეტ შაქარს შეიცავს, ვიდრე ნაყინი. ცხიმები ორგანიზმს დანაყრების შეგრძნებას უჩენს, რადგან ისინი გაცილებით რთულად შეიწოვება.
5. მარცვლეული - მარცვლეულის შეფუთვაზე ხშირად შეხვდებით წარწერებს „შეიცავს მთლიან მარცვლებს“ ან „შეიცავს ვიტამინ A-სა და რკინას.“ სინამდვილეში კი ეს პროდუქტი შეფუთვამდე მრავალჯერ გადამუშავდება და მხოლოდ მცირე რაოდენობით შეიცავს მთლიან მარცვლებს. გარდა ამისა, საკვები ნივთიერებები მას ხელოვნურად აქვს დამატებული. როგორც აღმოჩნდა, მარცვლეულის შეფუთვებზე შაქარი ჩამონათვალში პირველი ან მეორეა. რაც უფრო მაღლაა ის სიაში, მით უფრო მაღალია პროდუქტში მისი შემცველობა.
წყარო: gemrialia.ge