16, სექტემბერი 2020 10:37:00
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მალე აჭარაში კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევების მკურნალობას ბინაზე დაიწყებენ.
"დაიწყო თბილისში და განსაკუთრებით აჭარაში მსუბუქი შემთხვევების საკარანტინო სივრცეებში მართვა. ჯერ ჰოსპიტალში რამდენიმე დღე სრული გამოკვლევა ჩატარდება, შემდეგ, მესამე-მეოთხე დღიდან კი საკარანტინო სივრცეში მართვა. ასევე, აჭარაში მალე იწყება თვითონ სახლში, ანუ ბინაზე მართვა პირველადი ჯანდაცვის ექიმების მიერ. ეს ეხება მხოლოდ მსუბუქ შემთხვევებს", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.