28, სექტემბერი 2020 17:57:00
ოპოზიციის შეთანხმება. ხუთმა პარტიამ: „გირჩმა“, „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ერთიანმა საქართველომ“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, თუ როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკისა და განათლების კუთხით ცვლილებები ქვეყანაში. მათი განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ არა გამარჯვების შემდეგ დაიწყებენ ფიქრს, როგორ გაატარებენ ფუნდამენტურ რეფორმებს, არამედ იმას, რომ ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების” წასვლის შემდეგ და მათი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე მზად იქნება სამოქმედო გეგმა, რომლითაც იხელმძღვანელებენ.