29, სექტემბერი 2020 17:23:00
აჭარაში, კორონავირუსს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მას რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა. როგორც სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა მენეჯერმა განმარტა, სამკურნალოდ ყველა შესაბამისი ღონისძიება გატარდა, თუმცა მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ქვეყანა, ჯამში, უკვე 34 გარდაცვლილს ითვლის.