29, სექტემბერი 2020 17:28:00
დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და , ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით, ოთხი მეწარმე პასუხისგებაში მიეცა, რომელთაგან ორი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, ბრალდებულებმა დაამზადეს და გამოიყენეს ჯამში 2 მილიონ 65 ათას 725 ლარის ღირებულების საქონლისა და მომსახურების მიწოდების ყალბი საგადასახადო ანგარიშ -ფაქტურები, რითაც შეიქმნეს 313ატას 789 ლარის ოდენობის ფიქტიური აქტივი. გამოძიების ამ ეტაპზე, ზიანის ნაწილი 56ატას 033 ლარის ოდენობით ანაზღაურებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. დანაშაული, 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.