05, ოქტომბერი 2020 17:27:00
საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში". განცხადება, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, მირდატ ქამადაძემ გააკეთა. აღნიშნა, რომ რეგულაცია არ არის კორონავირუსის გავრელების პრევენცია და მისი ძალაში დატოვებით მხოლოდ მოქალაქეები ზარალდებიან. ოპონენტმა მოუწოდა მმართველ გუნდს, დააყენონ მოთხოვნა, აღდგეს მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა. "ქართული ოცნებაში" ფიქრობენ, რომ არსებული ეპიდმდგომარეობის გათვალისწინებით, ოპოზიციის წინადადების დაკმაყოფილება, მიზანშეწონილი არ არის.