07, ოქტომბერი 2020 10:57:00
საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის ქვეყანა ვირუსის 9 753 დადასტურებულ შემთხვევას ითვლის.
შეგახსენებთ, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 62-ს შეადგენს.