07, ოქტომბერი 2020 17:17:00
ბათუმში, გაგარინის ქუჩასა და გაგარინიდან ლეონიძის ქუჩამდე მონაკვეთში, კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
შეიცვლა გრუნტი, მოეწყო სანიაღვრე კოლექტორი და სანიაღვრე ჭები. დამონტაჟდა გარე განათების ბოძები. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის დაგება, დეკორატიული ფილებისა და ბორდიურების მოწყობა ხორციელდება. პროექტის ღირებულება მილიონ 600 ათასი ლარია. სამშაოები ნოემბერში უნდა დასრულდეს.