08, ოქტომბერი 2020 10:11:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზეა გახსნილი. სამართალდამცეველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული - ხ.ხ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 7 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ ფერმაში, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა თანასოფლელი - 1984 წელს დაბადებული ი.ხ.დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ქალზე ძალადობდა, რის გამოც მან შური იძია.