19, ოქტომბერი 2020 17:17:00
360 ინფიცირებული, 172 გამოჯანმრთელებული და 1 გარდაცვლილი - ასეთია დღეს კორონავირუსის სტატისტიკა აჭარაში. ვირუსს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილს თანმდევი ქრონიკული დაავადებაც ჰქონდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის, Covid კლინიკებში 640 პაციენტია მოთავსებული, მათგან 20 არასრულწლოვანი და 30 ორსული. რეანიმაციაში იმყოფება 79 ინფირიცირებული. ბინაზე მკურნალობს 1500-ზე მეტი მოქალაქე. თავისუფალია 36 საწოლი.