20, ოქტომბერი 2020 15:59:00
ახალი ანტირეკორდი ქვეყანაში. საქართველოში კორონავირუსმა კიდევ 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათგან ოთხი აჭარაში გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში, კოვიდ 19-ის ატას 194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 193 აჭარაში. არის სიახლე. კოვიდსტატისტიკასთან დაკავშირებით, ამიერიდან ვირუსთან დაკავშირებულ განმარტებებს მხოლოდ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მოვისმენთ. განცხადებები აღარ გაკეთდება ბათუმში.