26, ოქტომბერი 2020 17:09:00
პოლიციამ, ხელვაჩაურში მომხდარ ქურდობის ფაქტზე 3 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ღამით, ფარულად შეაღწიეს ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში და უკანონოდ დაეუფლნენ ძვირფასეულობას და ცეცხლგამძლე სეიფის გასაღებს. დანაშაულის ჩადენისას კი საცხოვრებლის პატრონს სახის არეში დაზიანება მიაყენეს და მიიმალნენ. პოლიციამ ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაული 4- დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.