27, ოქტომბერი 2020 16:55:00
87%-ით ათვისებული ბიუჯეტი ხელვაჩაურში - საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიში მოისმინა. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, თანხის დიდი ნაწილი პანდემიასთან საბრძოლველად იქნა გამოყენებული. სხდომას ოპოზიციონერი დეპუტატები არ ესწრებოდნენ, სხდომაზე არც ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე იმყოფებოდა.