29, ოქტომბერი 2020 16:42:00
ხახულის ქუჩაზე, ასფალტის საფარს აგებენ. მიმდინარეობს, ფრიდონ ხალვაშის გამზირიდან აღმაშენებლის ქუჩამდე მონაკვეთის მოპირკეტება. მონაკვეთზე, უკვე დასრულდა კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა კიდევ სამ მისამართზე: კობალაძის, აღმაშენებლისა და გენ. ა. აბაშიძის ქუჩებზე იგეგმება. სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.