24, ნოემბერი 2020 11:12:00
საქართველოში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 051-ს შეადგენს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 045 პაციენტი.