24, ნოემბერი 2020 21:36:00
ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია, უცვლელი მოთხოვნებით კვლავ განახლდა. ადმინისტრაციული შენობის წინ შეკრებილები ხელახალი, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გაგადგომას ითხოვენ. ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა, კარვების დაშლას, სასურველი შედეგის დადგომამდე არ აპირებს. შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები 31 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგებს სამ კვირაზე მეტია აპროტესტებენ.